ფრაქცია ,,ქარტული ოცნება” პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Read Time:48 Second

რამდენიმე დღეა არ წყდება ინფორმაციის გაშუქება იმის შესახებ, რომ ხდება ჩვენი ფრაქციის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება.
დღემდე ის საკითხიც კი, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი, ეჭვქვეშ იდგა. თუმცა, დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასეთი კადრები გამოჩნდა სოციალურ ქსელებშიც.
მიგვაჩნია, რომ ადამიანის პირად სივრცეში შეჭრა და შესაბამისი კადრების გავრცელება არის ერთ-ერთი ყველაზე უზნეო, ამორალური ქმედება და უმძიმესი დანაშაული, რასაც მყისიერი რეაგირება სჭირდება.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში დადგინდეს, ვინ დგას ამ ფაქტის უკან. დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ უმკაცრესად, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს მსგავსი ამორალური დანაშაულის ჩადენა და გაფიქრებაც კი.
ჩვენ ბოლომდე სოლიდარულები ვართ, როგორც ჩვენი ფრაქციის წევრის, ეკა ბესელიას, ასევე ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც შეიძლება ასეთი უზნეობის მსხვერპლი გახდეს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ განსხვავებულ აზრს ან პოზიციას აფიქსირებს რომელიმე თემაზე – არსებობს საკითხები, სადაც ყველანი უნდა დავდგეთ ერთად და საბოლოოდ დავამარცხოთ ასეთი უღირსი მოქმედებები. პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და მის უზრუნველსაყოფად როგორც პოლიტიკოსები, ასევე მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის
Next post ალეკო ელისაშვილი – კახა კალაძის სინდისზე და ნამუსზეა, „ყაზტრანსგაზი“ მისია