თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის

Read Time:26 Second

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

ამასთან, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის იყვნენ ძმებიც. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები.

შემთხვევა თბილისში, ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეშვიდე სართულზე მოხდა. გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად, გარდაცვლილია შვიდი ადამიანი. როგორც ადგილზე მყოფები ყვებიან, გარდაცვლილებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. მეზობლების ინფორმაციით, ისინი მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, ბინაში, სადაც გაზის ნამწვით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, ღიაკამერიანი გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგი უგულავა – „ყაზტრანსგაზი“ კომპანია უნდა გახდეს და არა საბჭოთა გაზის „კანტორა“, სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს
Next post ფრაქცია ,,ქარტული ოცნება” პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს