გიგი უგულავა – „ყაზტრანსგაზი“ კომპანია უნდა გახდეს და არა საბჭოთა გაზის „კანტორა“, სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს

Read Time:46 Second

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას „ყაზტრანსგაზ თბილისს“ და თბილისის მერიას აკისრებს.

როგორც უგულავამ ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, „თუ გვინდა სიტუაცია გამოსწორდეს, „ყაზტრანსგაზი“ კომპანია უნდა გახდეს და არა საბჭოთა გაზის „კანტორა“, სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს“.

„ერთი რამ ფაქტია, „ყაზტრანსგაზი“, თბილისის გაზის კომპანია რჩება „კანტორად“ და სანამ ეს მფლობელები იქნებიან, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის დანიშნული, სანამ ის ხელმძღვანელობა იქნება, რომელიც მერს აწყობს და არა საქმეს, მანამდე ეს კომპანია იქნება „კანტორა“. მე არ მინდა ახლა ხელი გავიშვირო, რადგან 7 ადამიანია დაღუპული და ამ კორპუსში წევს. თუ გვინდა სიტუაცია გამოსწორდეს, ეს კომპანია კომპანია უნდა გახდეს და არა საბჭოთა გაზის „კანტორა“, სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს.

არსებობს უამრავი მეთოდი, გაზის დეტექტორები და არ ღირს ძვირი, რომელიც შეიძლება კომპანიამ შეიძინოს ან თვითონ მერიამ მოიკვლიოს, შეიძინოს და საჩუქრად გადასცეს მოსახლეობას, სულ 300 ათასი აბონენტია თბილისში. სხვანაირად ჩვენ ვიქნებით უკან მიდევნებული ლამპარივით ვსდევთ სიკვდილს, რომელიც ჩვენს ქალაქში ხან ერთ, ხან მეორე კორპუსში დაისადგურებს“, – განაცხადა უგულავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ბუნებრივი აირის ნამწვით, წინასწარი ინფორმაციით, შვიდი ადამიანია გარდაცვლილი
Next post თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის