ალეკო ელისაშვილი – კახა კალაძის სინდისზე და ნამუსზეა, „ყაზტრანსგაზი“ მისია

Read Time:36 Second

კახა კალაძის სინდისზე და ნამუსზეა, „ყაზტრანსგაზი“ მისია, – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განუცხადა.

რამდენიმე წუთის წინ ელისაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს შორის კამათი იყო. ელისაშვილმა 7 ადამიანის გარდაცვალებაში „ყაზტრანსგაზ – თბილისი“ და თავად კალაძე დაადანაშაულა, რამაც თბილისის მერის გაღიზიანება გამოიწვია.

„უნდა დავდიოდეთ სამძიმრიდან სამძიმრამდე? კალაძის სინდისზე და ნამუსზეა, „ყაზტრანსგაზი“ არის მაგისი. ახლა ვეუბნებოდი, რომ გააკეთოს საზოგადოებრივი საბჭო, რომ გავიგოთ ეს გაზი როგორ არის და რანაირად არის. სახლში კი არ უნდა წავიღო ეს საზოგადოებრივი საბჭო. კალაძის პირადი პასუხისმგებლობაა, მან გადაუფორმა და თვითონაც გადაიფორმა ბეჟუაშვილისთვის და მაქაცარიასთვის ეს კომპანია. თბილისში რომ ხალხი იხოცება ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო, არის თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი. „ყაზტრანსგაზი“ კი, რომელიც კალაძის, ბეჟუაშვილის და მაქაცარიას კომპანიაა, არის მკვლელი კომპანია,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფრაქცია ,,ქარტული ოცნება” პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Next post გუბაზ სანიკიძე: სააკაშვილი სწორ მესიჯებს უშვებს – ხალხი ქუჩაში გამოვა, დაიჭექებს, დამცველი არ გეყოლება ბიძინა არავინ