გუბაზ სანიკიძე: სააკაშვილი სწორ მესიჯებს უშვებს – ხალხი ქუჩაში გამოვა, დაიჭექებს, დამცველი არ გეყოლება ბიძინა არავინ

Read Time:54 Second

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის თქმით, სწორი ნაბიჯია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთში ქართული ემიგრაციის შეკრება და მათი მობილიზება დაიწყო.

როგორც მან  „კავკასიის“ განაცხადა, თუ მოვლენები ასე განვითარდა, ბიძინა ივანიშვილს დამცველი აღარ ეყოლება.

„სააკაშვილი იმატებს ახლა უკვე. დაიწყო მოძრაობა, უცხოეთში ქართული ემიგრაციის მოკრება. სხვათაშორის, ყველაზე კრეატიული და ყველაზე შრომისუნარიანი ამერიკაში მყოფი ქართველობაა იმიტომ, რომ ამერიკაში მყოფი ქართველობა მართლა მშრომელი ქართველობაა. ახლა უკვე აბსლუტურად სწორ მესიჯს  უშვებს.

მან უკვე უთხრა ხალხს, რომ ამას ვიზამ. იზამს თუ არ იზამს, ეს სხვა თემაა. სააკაშვილმა უკვე შეთავაზებები დაიწყო. თუ ჩვენ ქვეყანაში შექმნილ სიდუხჭირეს გავითვალისწინებთ, რომელიც რადიკალიზაციის გაზრდისთვის პირდაპირ პროპორციულია, მივიღებთ იმას, რასაც მივიღებთ.

დამცველი არ გეყოლება ბიძინა არავინ, მანდ რომ გყავს შენი გვარდია შეკრებილი. ძვირფასო ნაპოლეონო, კაციშვილი დამცველი არ გეყოლება, იმ დღესვე დაფანტებიან. ის რომ თვითმფრინავში ჩაჯდება, ესენი უკვე დაფანტულები იქნებიან.

საუბარი იყო ვენესუელაში არსებული ვითარების განვითარებაზე, არაფერი ვენესუელა არ განვითარება, აქ სომხური ამბავი იქნება. გამოვა ხალხი, დაიჭექებს, ხალხი ქუჩაში გამოვა და მერე არკვიეთ თქვენი ადგილი საქართველოს ისტორიაში, რითი დარჩებით ამ ქვეყნის ისტორიაში.

უახლოვდებით ქვეყნის დამაქცევარის ტიტულს. ამას ვერასდროს გაწმენდთ, რადგან ყველაზე დაუნდობელი, რაც კი არსებობს, ეს ისტორიაა“, -განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი – კახა კალაძის სინდისზე და ნამუსზეა, „ყაზტრანსგაზი“ მისია
Next post პეკინის გამზირზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა