„ფორმულას“ ჟურნალისტისა და ოპერატორებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და დევნის ფაქტზე ბრალდებულ დავით ველიჯანაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

Read Time:32 Second

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტისა და ოპერატორებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და დევნის ფაქტზე ბრალდებულ დავით ველიჯანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ველიჯანაშვილმა პროცესზე ბრალი აღიარა.

პროკურატურის ინფორმაციით, დავით ველიჯანაშვილმა შეურაცხმყოფელი შეძახილით, გინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და გასროლის მუქარით ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტისგან, ოპერატორისა და მისი ასისტენისგან მოითხოვა პროფესიული საქმიანობის, კერძოდ, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტა და ბარის დატოვება. მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, მან სამივე პირს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.

ველიჯანაშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 18 მარტს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საგარეო უწყება: სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნებისა და მათი დახმარების პროცესს
Next post „ბორჯღალოსნები“ „რაგბი ევროპის“ გამარჯვებულები გახდნენ