საგარეო უწყება: სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნებისა და მათი დახმარების პროცესს

Read Time:46 Second

სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმალობაში პოლონეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 80-მდე მოქალაქე, მიმდინარე კვირას კი საერთო ჯამში 242 მოქალაქე. ხოლო რუმინეთიდან მიმდინარე კვირას საქართველოს საელჩოს დახმარებით დაბრუნდა საქართველოს 75 მოქალაქე.

„ასევე გრძლდება უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული გაყვანა მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ ქ. ლვოვში საქართველოს საპატიო საკონსულო განაგრძობს ქ.ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამგზავრებას სპეციალური ავტობუსების მეშვეობით, მორიგი რეისი 20 მარტს არის დაგეგმილი. საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ გაყვანას ახორციელებს საქართველოს საპატიო საკონსულო ქ. ოდესაში, მოქალაქეები მოლდოვას მიმართულებით მიემგზავრებიან, საიდანაც რუმინეთის გავლით ხორციელდება მათი სამშობლოში დაბრუნება. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით მათ დაევალათ უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველიდი საჭიროების დახმარების გაწევა და მათი სამშობლოში გამომგზავრება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით სახელმწიფომ უზრუნველყო სამშობლოში ორგანიზებულად 2000-მდე მოქალაქის დაბრუნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნანა კაკაბაძე: საქართველოს ხელისუფლება უკრაინას შესაძლებლობების მაქსიმუმით ეხმარება, ამის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება ჯალათებს ანიჭებს პოლიტიკური დევნილის სტატუსს და ჩვენს ქვეყანასთან ამწვავებს დიპლომატიურ ურთიერთობებს
Next post „ფორმულას“ ჟურნალისტისა და ოპერატორებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და დევნის ფაქტზე ბრალდებულ დავით ველიჯანაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა