ფეხბურთის ვარსკვლავი სერჟი რობერტო – ისრაელში გადადის

Read Time:1 Minute, 12 Second

საფეხბურთო კლუბის „ბარსელონას“ ვარსკვლავი სერჟი
რობერტო ისრაელში გადადის.
არა, სერჟი ებრაულ კლუბში არ აპირებს კარიერის
გაგრძელებას. ის საცხოვრებლად გადადის თელ-ავივში.
თუმცა, კლუბის ცვლილების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე
ხანია უკვე მუსირებს. ჭორების თანახმად სერჟი
კატალონიური „ბარსელონადან“ ინგლისურ „მარნჩესტერ
სითიში“ აპირებს გადასვლას.
სერჟი რობერტომ და მისმა მეუღლემ, ცნობილმა მოდელმა
ისრაელიდან კორალ სიმანოვიჩმა თელ-ავივში, კიხარ ჰა-
მედინას მოედანზე ახალი, ფეშენებელურ-პრესტიჟულ
სახლში ბინა იყიდეს. ამის შესახებ ეკონომიკური გამოცემა
გაზეთი „კალკალისტი“ იუწყება.
თელ-ავივის ბინა რომელიც 150 კვ. მეტრია
მაღალსართულიანი შენობის პროექტის ყველაზე მაღალ
სართულზეა განლაგებული და წყვილს 4,5 მილიონ
დოლარამდე დაუჯდა. მშენებლობა ივლისში დაიწყება და
სამი ორმოცსართულიანი მშვენიერი ცათამბრჯენი შეემატება
ქალაქის პრესტიჟულ რაიონს. პროექტით
გათვალისწინებულია აგრეთვე ათსართულიანი
ავტოფარეხისა და ხელოვნური ტბის გაშენება, რათა
მაცხოვრებლებს მეტი კომფორტი შეექმნათ.
სერჟი და კორალი 2018 წელს დაქორწინდნენ. ქორწილამდე
სამი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.
რამდენიმე ხნის წინ კი მათ მშვენიერი ქალიშვილი კაია
შეეძინათ.

კორალ სიმანოვიჩი ისრაელში და მსოფლიოში ცნობილი
მოდელია (მხოლოდ ინსტაგრამში მას 800 ათასზე მეტი
გამომწერი ჰყავს). ის არმიაშიც მსახურობდა. რამდენიმე ხნის
წინ კი საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი შექმნა, რომელიც,
მოდელის სახელს CORAL SIMANOVICH ატარებს
სერჟი ესპანეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია.
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე არ გაემგზავრა, რადგან
2020 წლიდან არ ჰქონია სათამაშო პრაქტიკა. მას 20-ზე
მეტჯერ დაუდგინდა კორონავირუსი.
სულ ცოტა ხნის წინ თელ-ავივს კიდევ ერთი ცნობილი
მაცხოვრებელი შეემატა. ცნობილი კინორეჟისორი ქვენთინ
ტარანტინო ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ასე, რომ
თელ-ავივი და ისრაელი ცნობილ ადამიანებს საცხოვრებლად
მეტად კომფორტულად და უსაფრთხოდ მიაჩნიათ.
ფოტო: კორალისა და სერჟის ქორწილი (ს.კ ბარსელონას
ფოტო)
ფოტო: ოჯახი (კორალ სიმანოვიჩის ინსტ.)

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან სალუქვაძე ნაცმოძრაობას – აღარ გაგივათ ამ თემებიდან გამოძვრომა, სანამ ,,ისკანდერს,, გადასცემდით, საწყობში გქონდათ მიგდებული, შემდეგ უსაბუთოდ გადაეცით
Next post იორგი ხოჯევანიშვილი – ჩვენი გუნდის მიმართ ბრალდებების ტალღა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტიკურად გავაქტიურდით, იზრდება ჩვენი მომხრეების რაოდენობა, გავიშალეთ რეგიონებში