უფლებადამცველების თქმით, ბათუმში ძაღლები ყოველდღიურად იკარგებიან

Read Time:33 Second

ძაღლების ხოცვა და ნაგავსაყრელზე ბუნკერში გადაყრა ცხოველების უფლებადამცველებმა ბათუმში გააპროტესტეს. ევროპის მოედანზე გამართულ აქციაზე ისინი ძაღლებით მივიდნენ. მოგვიანებით კი, ნაგავსაყრელზე გადაინაცვლეს და პოლიციაც გამოიძახეს.

აქციის მონაწილეები ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ და ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ქალაქში ძაღლები ყოველდღიურად იკარგებიან, სპეციალური სამსახური ცხოველებს იჭერს და მათ ლიკვიდაციას ახდენს.

ბათუმის მერიაში ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ევთანაზია მხოლოდ იმ ცხოველებს უტარდებათ, რომლებიც მძიმე სენით არიან ინფიცირებულები და მათი გადარჩენა შეუძლებელია.

გუშინ კომპანია “სევერის” წარმომადგენელმა ჯემალ გოგიტიძემ ბათუმის ნაგავსაყრელთან ნაპოვნი მკვდარი ძაღლების შესახებ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ბეიკერის ორმოში ათავსებენ იმ ძაღლებს, რომლებიც დაავადებულები არიან და ქალაქში ეპიდემიის საშიშროებას ქმნიან

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის შესწავლა დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში კიდევ 12 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან
Next post მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი, ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა