მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი, ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა

Read Time:21 Second

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა.

„არ ვნერვიულობ. ვთვლი, რომ მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს საუკეთესო ათეულში მოხვედრა, ეს უკვე გამარჯვებაა და ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს საქართველოს გამარჯვებაა,” – აღნიშნა გამგზავრების წინ ლადო აფხაზავამ.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი 24 მარტს, ქალაქ დუბაიში გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უფლებადამცველების თქმით, ბათუმში ძაღლები ყოველდღიურად იკარგებიან
Next post როგორი შეიძლება იყოს ქართული ანდაზების ეკრანიზაცია?