უმრავლესობა პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს

Read Time:1 Minute, 16 Second

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს. „ჩვენ მზად ვართ და ვთავაზობთ პრეზიდენტს, უმრავლესობასთან სატელევიზიო დებატებს, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მზად ვართ, რომ უკვე მთელი საზოგადოების თვალწინ მას დავუსვათ ის კითხვები, ის მოსაზრებები ვუთხრათ, რომლის თქმასაც ვაპირებდით გუშინ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესი დატოვა და თავი აარიდა იმ შეკითხვებს, რომლებიც შესაძლოა, მის ანგარიშთან დაკავშირებით დასმულიყო. უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, პრეზიდენტის მოხსენება იყო მოკლე და დეპუტატებმა როგორც თავად პრეზიდენტის საქმიანობის, ასევე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ვერ მიიღეს.

„პრეზიდენტმა პირდაპირ მიუთითა პარლამენტს, რომ დაგვერღვია კანონმდებლობა და დაგვერღვია პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც პარლამენტის მარეგულირებელი კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, იმ მოტივით, რომ მას არ ეძლეოდა საშუალება შეკითხვებზე პასუხის გაცემის. თუმცა, პრეზიდენტის წარმომადგენელი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ესწრებოდა პარლამენტის ბიუროს სხდომას, სადაც დეტალურად იყო განხილული პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის მთელი პროცედურა და გეგმა. ეს შეხვედრა გადაიცემოდა ასევე, საჯაროდ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ აყენებს მის პოზიციას, რომ თითქოს მან სხდომა დატოვა იმის გამო, რომ მისთვის მიუღებელი იყო დებატების პროცედურა, რომელიც რეგლამენტით არის დარეგულირებული. შესაბამისად, თუ საქართველოს პრეზიდენტს ნამდვილად სურს, რომ ჩვენს შეკითხვებს გასცეს პასუხი და კითხვა-პასუხის რეჟიმში მოგვაწოდოს ის ინფორმაცია, რაზეც გუშინ მიგვითითებდა და რაზეც გუშინ გვითხრა, რომ რეგლამენტის დარღვევით შეგვეცვალა განხილვის პროცესი, ჩვენ მზად ვართ და ვთავაზობთ მას, უმრავლესობასთან სატელევიზიო დებატებს, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მზად ვართ, რომ უკვე მთელი საზოგადოების თვალწინ მას დავუსვათ ის კითხვები, ის მოსაზრებები ვუთხრათ, რომლის თქმასაც ვაპირებდით გუშინ. ვფიქრობთ, რომ მას მიეცემა შესაძლებლობა, რომ სწორედ იმ ფორმატში გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომლებზეც გუშინ პარლამენტში ისაუბრა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი აბაშიშვილი – პრეზიდენტს სურდა კითხვებზე და ბრალდებებზე ეპასუხა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს
Next post მიხეილ ჯანელიძე – პარლამენტში პოლიტიკური დებატები შეთანხმებული რეგლამენტის ფარგლებში უნდა გამართულიყო