მიხეილ ჯანელიძე – პარლამენტში პოლიტიკური დებატები შეთანხმებული რეგლამენტის ფარგლებში უნდა გამართულიყო

Read Time:29 Second

პარლამენტში პოლიტიკური დებატები უნდა გამართულიყო შეთანხმებული რეგლამენტის ფარგლებში,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, დებატებს, განხილვებს, კითხვა-პასუხს შესაბამისი ფორმა აქვს, რომელიც დაცული უნდა იყოს.

„ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური დებატები უნდა გამართულიყო შეთანხმებული რეგლამენტის ფარგლებში, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის და ეს იქნებოდა ასევე შესაძლებლობა ყველა კითხვისთვის პასუხის გაცემის.

სამწუხაროდ, ეს ვერ შედგა და მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს რეგლამენტი და ასევე მოხდეს პატივისცემა ინსტიტუტების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის. დებატებს, განხილვებს, კითხვა-პასუხს აქვს შესაბამისი ფორმა, რომელიც დაცული უნდა იყოს. კონკრეტულ კითხვებზე, კონკრეტული პასუხების მოსმენა საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ჯანელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უმრავლესობა პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს
Next post დათვი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდან [ვიდეო]