უეფა-მ სტატისტიკა გამოაქვეყნა – კვარაცხელია ერთა ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა

Read Time:1 Minute, 6 Second

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია, გოლი+პასის სისტემით, ერთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა – 2022/23 წლების სეზონის გათამაშების სტატისტიკა უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.

2022/23 ერთა ლიგის ლიდერები (გოლი+პასით):

8 – ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, 5 გოლი+3 პასი)

8 – ვედატ მურიქი (კოსოვო, 5+3)

7 – ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია, 6+1)

6 – მიში ბატშუაი (ბელგია, 3+3)

6 – ვლადისლავ გუტკოვსკი (ლატვია, 5+1)

6 – ალექსანდრ მიტროვიჩი (სერბეთი, 6+0)

6 – ტეემუ პუკი (ფინეთი, 3+3)

2022/23 წლების სეზონის ერთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირებში ქართველი ხუთეულშია და მესამე-მეხუთე ადგილს სამ მოთამაშესთან იყოფს, ლიდერები კი ერლინგ ჰალანდი და ალექსანდრ მიტროვიჩი არიან, მაგრამ ნორვეგიამ და სერბეთმა ერთა ლიგაზე ბრძოლა უკვე დაასრულეს და ეს ფეხბურთელები საკუთარ სტატისტიკას ვეღარ გაიუმჯობესებენ.

2022/23 ერთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

6 – ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია)

6 – ალექსანდრ მიტროვიჩი (სერბეთი)

5 – ვლადისლავ გუტკოვსკისი (ლატვია)

5 – ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო)

5 – ვედატ მურიქი (კოსოვო)

2022/23 ერთა ლიგის საუკეთესო ასისტენტებში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სამი გადაცემით მესამე-მეცამეტე ადგილს კიდევ 11 ფეხბურთელთან ერთად ინაწილებს.

2022/23 ერთა ლიგის საუკეთესო ასისტენტები:

4 – ნიკუშორ ბანკუ (რუმინეთი)

4 – დუშან ტადიჩი (სერბეთი)

3 – მარკო ასენსიო (ესპანეთი)

3 – მიში ბატშუაი (ბელგია)

3 – დეილი ბლინდი (ნიდერლანდები)

3 – სერჟ გნაბრი (გერმანია)

3 – დეიან კულუსევსკი (შვედეთი)

3 – ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო)

3 – იოაკიმ მელე (დანია)

3 – პეტროს მადალოსი (საბერძნეთი)

3 – ვედატ მურიქი (კოსოვო)

3 – ტეემუ პუკი (ფინეთი)

3 – ბერნარდო სილვა (პორტუგალია)

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ჩვენი კანონპროექტი სიტყვასიტყვით ასახავს იმას, რასაც ქართული არასამთავრობო სექტორი ევროკავშირის დაფინანსებით სთხოვდა 2016 წელს და მართლა მაინტერესებს, რა შეიცვალა დღეს?
Next post დიმიტრი ხუნდაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: თხოვნა მაქვს, თუკი სადმე ნახავთ აკრძალვას ან შეზღუდვას, მითხარით და ჩავასწორებ, რადგან არც მე მინდა არასამთავრობო სექტორი აიკრძალოს ან შეიზღუდოს