დიმიტრი ხუნდაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: თხოვნა მაქვს, თუკი სადმე ნახავთ აკრძალვას ან შეზღუდვას, მითხარით და ჩავასწორებ, რადგან არც მე მინდა არასამთავრობო სექტორი აიკრძალოს ან შეიზღუდოს

Read Time:35 Second

ჩვენ ვნახეთ არასამთავრობო სექტორი, რომელიც პოლიტიკურ სცენაზე ავარდა და ტექნიკური მთავრობის შეცვლას ითხოვდა. ეს იყო მიუღებელია და როდესაც საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვდნენ ამაში, სწორედ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ ითხოვს მის მხარდაჭერას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.

„ჩვენი კანონი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას. თხოვნა მაქვს, თუკი სადმე ნახავთ აკრძალვას, შეზღუდვას, მითხარით და აქვე ჩავასწორებ, რადგან არც მე მინდა არასამთავრობო სექტორი აიკრძალოს ან შეიზღუდოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტში, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვამდე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეყვანას ცდილობდნენ, რომლებიც სიაში არ იყვნენ. ამ ფაქტს მანდატურის სამსახურთან დაპირისპირება მოჰყვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უეფა-მ სტატისტიკა გამოაქვეყნა – კვარაცხელია ერთა ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა
Next post თამარ ჩიბურდანიძე: ანა ნაცვლიშვილმა, დარბაზში წყალი შემასხა, მეც ავდექი და ერთი ბოთლი წყალი მთლიანად დავასხი თავზე, ხომ არ დამირღვევია კანონი?