თამარ ჩიბურდანიძე: ანა ნაცვლიშვილმა, დარბაზში წყალი შემასხა, მეც ავდექი და ერთი ბოთლი წყალი მთლიანად დავასხი თავზე, ხომ არ დამირღვევია კანონი?

Read Time:57 Second

“ხალხის ძალის” წარმომადგენელი თამარ ჩიბურდანიძე, აცხადებს რომ პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა წყალი შეასხა.

“”ლელოს” ერთ-ერთმა ტვინიკოსმა, თავი ქართლის დედა რომ ჰგონია, ანა ნაცვლიშვილმა, დარბაზში წყალი შემასხა მხოლოდ იმიტომ, რომ რეპორტაჟს ვწერდი ჩემი ტელეფონით. მეც ავდექი და ერთი ბოთლი წყალი მთლიანად დავასხი თავზე.ხომ არ დამირღვევია კანონი?” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

შეგახსენებთ: პარლამენტში, სადაც  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა.

სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, პაატა მანჯგალაძე.

პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებაა თავდაპირველად სხდომათა დარბაზის გარეთ დაიწყო, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეყვანას ცდილობდნენ, რასაც მანდატურის სამსახურთან.

ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები და ასევე გიორგი ვაშაძე.

მოგვიანებით კი,  სიტყვიერი და ფიზიკურ დაპირისპირება დეპუტატებმა ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში გააგრძელეს, რა დროსაც პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით დარბაზიდან გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები.

ჟიული შარტავს სახელობის სხდომათა დარბაზი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დარბეულია, ამასთან, გრძელდება შეძახილები „არა, რუსულ კანონს“. ხმაურისა და დაპირისპირების გამო ამ დრომდე არ დაწყებულა სხდომა, დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ მედიას და მესამე სექტორის წარმომადგენლებს.

პარალელურად პარლამენტის ფოიეში პროტესტს გამოხატავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: თხოვნა მაქვს, თუკი სადმე ნახავთ აკრძალვას ან შეზღუდვას, მითხარით და ჩავასწორებ, რადგან არც მე მინდა არასამთავრობო სექტორი აიკრძალოს ან შეიზღუდოს
Next post გია გაბრიჭიძე: დღეს პარლამენტში მიცვივდნენ ჯაშუშები და გააპროტესტეს ამერიკული კანონი. ამბობენ, რომ რუსულია, მაგრამ არის ამერიკული და პირდაპირ ნათარგმნი