უბედურება დატრიალდა კვლავ და მართლა ძნელია გამოხატო ამ მდგომარეობის მძიმე დრამატიზმი – სარჯველაძე

Read Time:23 Second

უბედურება დატრიალდა კვლავ და მართლა ძნელია გამოხატო ამ მდგომარეობის მძიმე დრამატიზმი. უმძიმესი მდგომარეობაა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში ჩავიდა.

„ჩამოსვლის მთავარი ამოცანა არის, გაირკვეს, [არის თუ არა ადგილზე] ყველაფერი, რაც აუცილებელია სამძებრო სამუშაოების მხრივ, როგორია ადამიანების საჭიროება, მომავალი რისკის განსაზღვრა და, შესაბამისად ადამიანების დაცვა. ყველაფერი კეთდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა
Next post ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ, ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა