კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა

Read Time:1 Minute, 18 Second

ქართველი მუსიკოს, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი  86 წლის  ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.

ბიოგრაფია:

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს.

1961 წლიდან შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც; 1971 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი(1988);  1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი; მისი შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტალური, მიუზიკლი და საესტრადო; ძირითადი მიმართულებაა ინსტრუმენტული და საესტრადო მუსიკა; ავტორია: სიმფონია(1966, სამ ნაწილად), 2 სავიოლინო კონცერტი(სამ ნაწილად, 1967 I, 1972 II), კონცერტი ვიოლონცელოსათვის(1969, ერთნაწილად), კონცერტი ალტისა და კამერული ორკესტრისათვის(1973), 2 ოპერეტა, რომლებიც დაიდგა თბილისის “მუსკომედიის” სცენაზე(1969 I, 1972 II), კონცერტინო კვარტეტისათვის(1963), ვოკალურ–სიმფონიური პოემა(1961), 2 პიესა სიმებიანი ორკესტრისათვის(1964), სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1961, ოთხ ნაწილად), ინსტრუმენტული, კამერული და საესტრადო ნაწარმოებები, მუსიკა სპექტაკლებისა და სატელევიზიო ფილმებისთვის;  მან ბევრი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს: “თბილისური ლირიკული”, “სიმღერა თბილისზე”, “სიმღერა მეტეხზე”, პოპულარულია მისი სიმღერები: “მუსიკა”, “დღეები მიდიან”, “პატარა გოგო”, “მზე ჩემი მეგობარია”, “ისევ წვიმს”, “სიმღერაა მთელი ჩემი ქონება”, “დინამო, დინამო” და სხვ; მის სიმღერებს წარმატებით ასრულებენ მომრერლები: ნ. ბრეგვაძე, გ. ჩოხელი, ვ. კიკაბიძე, ე. კაკულია, თ. გვერდწითელი, ანსამბლები: “ორერა”, “რერო”, “ივერია”, “თეატრონი” და სხვა. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია (1982). პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში.

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1998-2007)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

2004 – საქართველოს სახელმწიფო პრემია2003 – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია1999 – თბილისის საპატიო მოქალაქე1998 – იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია1996 – ღირსების ორდენი
ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის1988 – საქართველოს სახალხო არტისტი1979 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე1974 – საქართველოს კომკავშირის პრემია

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვინ არის ბაღდათში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 20 წლის გოგონა
Next post უბედურება დატრიალდა კვლავ და მართლა ძნელია გამოხატო ამ მდგომარეობის მძიმე დრამატიზმი – სარჯველაძე