ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა ღვაწლმოსილ ხელოვანს, კომპოზიტორს, ღირსების ორდენის კავალერს,ყიბულის ნოდარ ვახტანგაძეს 94 წელის იუბილუ მიულოცა

Read Time:22 Second

ნოდარ ვახტანგაძეს 94 წელი შეუსრულდა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ღვაწლმოსილ ხელოვანს, კომპოზიტორს, ღირსების ორდენის კავალერს, ტყიბულის საპატიო მოქალაქეს, ნოდარ ვახტანგაძეს საიუბილეო თარიღი მიულოცეს, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს. ნოდარ ვახტანგაძე 50 წელზე მეტი ხელმძღვანელობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს და იმავდროულად, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, არის ოცამდე მუსიკალური ნაწარმოების ავტორი. მის სახელს უკავშირდება სასახლის თოჯინების თეატრის დაარსებაც. მან მრავალი ღირსეული თაობა აღუზარდა საკუთარ კუთხეს და ქვეყანას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დონალდ ტრამპი: ძალიან კარგად ვიცნობ პუტინს და ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ის არასოდეს იზამდა იმას, რასაც ახლა აკეთებს
Next post იენს სტოლტენბერგი: ახლა მოსკოვი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობიდან აშკარა სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა