დონალდ ტრამპი: ძალიან კარგად ვიცნობ პუტინს და ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ის არასოდეს იზამდა იმას, რასაც ახლა აკეთებს

Read Time:27 Second

აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განხცადებით, სწორი მიდგომის შემთხვევაში ამჟამად უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საერთოდ არ განვითარდებოდა. თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის განცხადება მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ძალიან კარგად ვიცნობ ვლადიმერ პუტინს და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ის არასოდეს იზამდა იმას, რასაც ახლა აკეთებს – არცერთ შემთხვევაში! ბაიდენის პრეზიდენტობის დროს რუსეთი ძალიან გამდიდრდა, ნავთობის ფასი გაორმაგდა, მალე კი გასამმაგდება და გაოთხმაგდება. ნავთობის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, პუტინი კი არა მხოლოდ იღებს ყველაფერს, რაც ყოველთვის სურდა, არამედ ამასთანავე მდიდრდება კიდეც. ჩემი პრეზიდენტობის დროს ამერიკა ენერგოდამოუკიდებელი იყო, საწვავის ფასები კი დაბალი იყო. ახლა ჩვენი ქვეყანა სრულ ქაოსშია“, – აცხადებს ტრამპი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჟურნალ „იუსტიციის“ პირველი ნომერი უკვე ხელმისაწვდომია
Next post ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა ღვაწლმოსილ ხელოვანს, კომპოზიტორს, ღირსების ორდენის კავალერს,ყიბულის ნოდარ ვახტანგაძეს 94 წელის იუბილუ მიულოცა