იენს სტოლტენბერგი: ახლა მოსკოვი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობიდან აშკარა სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა

Read Time:33 Second

ახლა მოსკოვი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობიდან აშკარა სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„ეს სერიოზული ესკალაცია რუსეთის მხრიდან. საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ეს კიდევ უფრო ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ზიანს აყენებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებს. ამას მძიმე შედეგები მოჰყვება ევროპის უსაფრთხოებისთვის. ეს მხოლოდ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისია. ჩვენ ვაქებთ უკრაინას თავშეკავებისთვის, რომ არ უპასუხა რუსეთის პროვოკაციებს. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხსა და მის მთავრობას“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრულ მხარდაჭერაში.

„ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიური გზა. ეს ყველაზე საშიში მომენტია ევროპის უსაფრთხოების სფეროში. მაგრამ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა კვლავაც მტკიცედ დგანან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა ღვაწლმოსილ ხელოვანს, კომპოზიტორს, ღირსების ორდენის კავალერს,ყიბულის ნოდარ ვახტანგაძეს 94 წელის იუბილუ მიულოცა
Next post მელია სააკაშვილზე: მის გასათავისუფლებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ