ტრამპმა და მერკელმა პუტინის გზავნილთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს

Read Time:42 Second

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 1 მარტს საღამოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლაზე ისაუბრეს.

როგორც მერკელის პრესამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ორივე მხარესთვის პუტინის გზავნილმა ახალი სარაკეტო დანადგარების შესახებ შეშფოთება გამოიწვია, რადგან ეს კითხვის ქვეშ აყენებს იარაღზე საერთაშორისო კონტროლის გაძლიერებას.

გარდა ამისა, მერკელმა და ტრამპმა სირიაზე იმსჯელეს, კერდოდ აღმოსავლეთ ღუტაში მომხდარ ავიაიერიშზე.

1 მარტს, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთში  ბირთვული ენერგეტიკული მოწყობილობის მქონე ახალი სარაკეტო რაკეტა შეიქმნა. რუსეთის ლიდერმა ეკრანებზე რაკეტის გამოცდის ვიდეო აჩვენა. პუტინის თქმით, ახალ რაკეტას მოქმედების შეუზღუდავი რადიუსი ექნება და “არაპროგნოზირებადი ფრენის ტრაექტორია”, – “ასეთი ჯერ არავის აქვს”, – დასძინა პუტინმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ ახალი იარაღი აშშ-ის ქმედებების საპასუხოდ შეიქმნა, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას აფართოებს. მისი თქმით, ახალი რუსული იარაღი ნატოს გაფართოებას აზრს უკარგავს.

ვლადიმერ პუტინი მეოთხედ მონაწილეობს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც რამდენიმე დღეში, 2018 წლის 18 მარტს ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საშიშია თუ არა WiFi-ს გამოსხივება
Next post მარნეულის მერი Instagram გვერდზე ჯანსაღ ცხოვრებას ახალისებს