ტრამპი: გერმანია რუსეთის მძევალია – თავის დროს ანგელა მერკელს თეთრი დროშა ხუმრობით მივეცი და ვუთხარი, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას რუსეთის წინაშე კაპიტულაცია მოჰყვებოდა

Read Time:32 Second

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის გამო, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიას რუსეთის მძევალი უწოდა.

„მე ნამდვილად ვცდილობდი ანგელა მერკელი დამერწმუნებინა, არ დაემტკიცებინა გაზსადენის შესახებ შეთანხმება, რადგან განვაცხადე, რომ გერმანია მძევალი გახდებოდა. ეს არის ის, რაც არის – გერმანია რუსეთის მძევალია. თავის დროს ანგელა მერკელს თეთრი დროშა ხუმრობით მივეცი და ვუთხარი: რუსეთს დაუყოვნებლივ ჩაბარდებით, როდესაც ეს გარიგება დასრულდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა Fox Business-თან ინტერვიუში.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია ნატოს დაშლის.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაჩერებული იყო. ის მკვდარი იყო. მე ეს გავაკეთე. შემდეგ მოვიდა ბაიდენი და გააცოცხლა ის. ეს შოკისმომგვრელი იყო. მე ეს პროექტი გაჩერებული მქონდა“, – აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გივი მიქანაძე: „ნაცმოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარე უკვე ფორმალობას წარმოადგენს
Next post ნიკა მელია: გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება? ანუ მხარდაჭერა გაიზრდება, თუ რა შეიცვლება?