ნიკა მელია: გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება? ანუ მხარდაჭერა გაიზრდება, თუ რა შეიცვლება?

Read Time:47 Second

თუ პარტიისთვის მე ახლა ცუდი მინდა, ლეგიტიმური საფუძველი მაქვს. მსოფლიოში ვერავინ ვერ მომედავება, ახლა რომ გამოვედი თქვენს ეთერში და მეთქვა 300 ადამიანი ხართ, რომლებიც უკმაყოფილო ყოფილხართ და მე თქვენ ძალიან დიდი პატივს გცემთ და მოდით რა, რიგით პარტიის წევრად დავრჩები“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მელია განმარტავს, თუ გია ბარამიძე გახდება პარტიის თავმჯდომარე, ამით სააკაშვილი ციხიდან არ გათავისუფლდება და არც პარტიის მიმართ გაიზრდება მხარდაჭერა. მელია აცხადებს, რომ სწორედ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა მისი მხრიდან ღალატი იქნება.

„თუ რამე იქნება ღალატი ეს იქნება, ეს ერთი და მერე რა? გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება? ანუ მხარდაჭერა გაიზრდება, თუ რა შეიცვლება? ხომ გესმით. პირველ რიგში მე ვარ დაინტერესებული, მე რომ ვხედავდე ალტერნატიულ ქმედით წინადადებას, ან ვისმენდე, ღმერთი-რჯული მხოლოდ გამიხარდება. არ გამიგია უბრალოდ, არც მსმენია, გარდა იმისა, რომ მელიამ რატომ დაშალა აქცია 14 ოქტომბერს. ეს ერთადერთი კი ბატონო, ხვალ რომ 50 ათასი კაცი შეიკრიბოს, დავუშვათ, რას ვაკეთებთ?“, – განაცხადა მელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტრამპი: გერმანია რუსეთის მძევალია – თავის დროს ანგელა მერკელს თეთრი დროშა ხუმრობით მივეცი და ვუთხარი, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას რუსეთის წინაშე კაპიტულაცია მოჰყვებოდა
Next post ნიკა მელია: ჩემთვის პოლიტიკური პატივია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის