ტელეკომპანია „ევრონიუსის” ეთერში ოკაცეს კანიონის შესახებ მომზადებული რეპორტაჟი გავიდა

Read Time:33 Second

ტელეკომპანია „ევრონიუსის“ რუბრიკაში „თავგადასავლები“ საქართველოს შესახებ მორიგი სიუჟეტი გავიდა.  სერია „ქართული თავგადასავლები“ ოკაცეს კანიონის შესახებ მოუთხრობს მაყურებელს.

„ქუთაისს მახლობლად მდებარე ეს მხარე ცნობილია ღრმა კანიონებით, ტყის ტბებით და სხვა თვალწარმტაცი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით“, – ამბობს „ევრონიუსის“ რეპორტიორი დენის ლოქტიერი.

რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ ოკაცეს კანიონის თავზე გაჭიმული 800 მეტრის სიგრძის ბილიკს წელიწადში 150 ათასი ტურისტი სტუმრობს. რეპორტაჟის ავტორის თქმით, იმისთვის, რომ ეს ადგილი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს, ბილიკის გამჭვირვალე სავალი ნაწილის გაკეთება იგეგმება.

„ევრონიუსის“ ჟურნალისტი ექსტრემალური გართობის მოყვარულებს საქართველოს ყველაზე მაღალი ჩანჩქერიდანკინჩხადან დაშვებას სთავაზობს.

რუბრიკა „ქართული თავგადასავლები“ მომზადებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. „ევრონიუსის“ ეთერში აღნიშნულ რუბრიკაში ასევე გავიდა რეპორტაჟები მტირალას ეროვნული პარკის, გუდაურისა და ბათუმის შესახებ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკა ბესელია ფემიციდთან დაკავშირებით „ქალთა მოძრაობის“ მიერ მომზადებული პეტიციის განხილვას მხარს უჭერს
Next post რას მიირთმევენ ბავშვები ყველაზე უკეთ ექსკურსიებზე და რა არ უნდა წაიღოთ