“სტუ-ის თასი 2023” სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს გადაეცა

Read Time:22 Second

28 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემპიონატი-  “სტუ-ის თასი 2023”   ჩატარდა, რომელსაც უნივერსიტეტის კანცლერი კარლო კოპალიანი ესწრებოდა.

უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარებული ჩემპიონატი  სპორტის შვიდ  სხვადასხვა სახეობაში ჩატარდა: ქუჩის ფეხბურთი; დარცი; ნარდი; ჭადრაკი; მაგიდის ტენის; მკლავჭიდი და ქორნჰოლი.

“სტუ-ის თასი 2023” სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა მოიპოვეს, რადგან  ტურნირის ყველაზე მეტ სპორტის სახეობაში სწორედ მათ გაიმარჯვეს.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ტურნირში მონაწილე სტუდენტებმა ლოკაცია შპს „თბილსერვის“ ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად დაასუფთავეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბლინკენი: რუსეთმა უკრაინაში მარცხი უკვე განიცადა
Next post მამუკა მდინარაძე: ეს ქვეყანა და ყველა ჩვენ, ერთად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს – ეს დადასტურდა კრიტერიუმებით რომელიც თავად ევროკავშირმა გამოაქვეყნა