ბლინკენი: რუსეთმა უკრაინაში მარცხი უკვე განიცადა

Read Time:25 Second

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის წარმატება საუკეთესო გზაა მოლაპარაკებამდე მისასვლელად.

„რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა იმ გაგებით, რომ რის მიღწევას თავდაპირველად ცდილობდნენ იყო უკრაინის რუკიდან გაქრობა, უკრაინის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა, უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის აღმოფხვრა. მათ ამას ვერ მიაღწიეს და არც გამოუვათ.

ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები განიხილავენ კონტრშეტევას მომდევნო კვირებში. ვნახოთ რა მოხდება. საბოლოო ჯამში, მისი წარმატება ბრძოლის ველზე საუკეთესო და, ალბათ, ყველაზე სწრაფი გზაა მოლაპარაკებამდე მისასვლელად, რომელიც სამართლიან და მყარ მშვიდობას გამოიწვევს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post dpa: აშშ-მა და გერმანიამ დახურულ კარს მიღმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ არ სურთ ამ დროისთვის რაიმე ვალდებულებების აღება, რაც არსებითად სცილდება ნატოს 2008 წლის დეკლარაციას
Next post “სტუ-ის თასი 2023” სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს გადაეცა