სტივენ სპილბერგი – ებრაული პრემიის ლაურიატი

Read Time:1 Minute, 49 Second

სტივენ სპილბერგი – ებრაული პრემიის ლაურიატი

10 თებერვალს, „ფონდი გენეზისის“ წარმომადგენლებმა 2021 წლის პრემიის ლაურიატად საქვეყნოდ ცნობილი რეჟისორი, პროდუსერი და ფილანტროპი სტივენ სპილბერგი დაასახელეს. ყოველწლიური პრემია, მილიონი დოლარის ოდენობით, რომელსაც გავლენიანი ჟურნალი „თაიმსი“ ებრაულ ნობელის პრემიად მოიხსენიებს, გადაეცემათ ადამიანებს, რომლებსაც, უდიდესი ღვაწლი მიუძღვით ადამიანობის წინაშე აღიარებული მიღწევებისათვის, როგორც პროფესიული, ასევე ჰუმანიტარულ და ებრაული ფასეულობების მიმდევრობისათვის.

„გენეზისის პრემიაზე“ (რომლის სახელიც ძველი აღთქმის პირველი თავის ლათინური დასახელებიდან მომდინარებს) ნომინირებულებს შორის იყვნენ ისეთი გამოჩენილი ადამიანები, როგორიცაა: აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ელენ კაგანი; რეჟისორი და პროდუსერი ბრიტანეთიდან საშა ბარონ-კოენი; მომღერალი და მსახიობი ბარბარა სტაიზენდი აშშ-დან; ღვთისმეტყველი და მწერალი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი მთავარი რაბინი ლორდი იონათან საქსი; მსახიობი და პროდუსერი, აგრეთვე ახალგაზრდა ქალების უფლებათა დამცველი გალ გადოტი ისრაელიდან; ჟურნალი „თაიმსის“ მფლობელი და ფილანტროპი მარკ ბენიოფი აშშ-დან; რეჟისორი და პროდუსერი სტივენ სპილბერგი.

სპილბერგის გამარჯვებაში გადამწყვეტი ფაქტორი მსოფლიო ებრაელთა ხმა აღმოჩნდა. ექვსივე კონტინენტზე მცხოვრებმა 200 ათასზე მეტმა ებრაელმა 2021 წლის ლაურიატის არჩევისათვის ხმის მიცემის პროცედურაში მიიღო მონაწილეობა. მილიონობით ადამიანი ეწეოდა დისკუსიას სოციალურ ქსელებში. საბოლოო სიტყვა კომიტეტს ეკუთვნოდა, მაგრამ ხალხის მხარდაჭერამ პრემიის მინიჭებისათათვის მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

„გენეზისის პრემია“ სტივენ სპილბერგის განსაკუთრებულ როლს აღნიშნავს, რათა მსოფლიო გახდეს უკეთესი. აგრეთვე, აღნიშნავს უნიკალურ ღვაწლს, რათა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიო საზოგადოებას აეხილოს თვალები და დაენახა ჰოლოკოსტის საშინელება.

სპილბერგის შედევრი „შინდლერის სია“ (1993 წ.), გადაღებულია ჰოლოკოსტიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, მიუხედავად ამისა ფილმმა ამ ტრაგედიასთან ემოციური კავშირი შეუქმნა ათეულ ათასობით ადამიანს, რომლებმაც სულ არაფერი, ან ძალიან ცოტა რამ თუ იცოდა ებრაელი ხალხის კატასტროფის შესახებ. ფილმიდან შემოსული მთელი შემოსავალი რეჟისორმა საქველმოქმედო ფონდებში მიმართა. ამას გარდა სპილბერგმა ვიზუალური ისტორიის ინსტიტუტი და განათლების ფონდი „შოა“ დაარსა. დღეისათვის აქ 50 ათასზე მეტი მოწმის ვიდეო ჩვენება ინახება, რომლებმაც ჰოლოკოსტი გამოიარეს. – ნათქვამია პრემიის საიტზე.

2018 წელს სტივენ სპილბერგი პირველი რეჟისორი გახდა, რომლის ფილმებმა 10 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანეს. ყოველწლიური პრემია“გენეზისის“ ლაურიატები, რომელის 2013 წელს დაფუძნდა, პრემიის მთელ თანხას საქველმოქმედო მიზნებისათვის იყენებენ.

ლაურიატებს შორის არიან გამოჩენილი ადამიანები: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე აშშ-დან, „ამერიკის თემიდას ყველაზე დაფასებული ქალბატონი რუთ ბაიდერ-გინზბურგი; ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკ ბლუმბერგი; მსახიობი და პროდუსერი, მშვიდობისათვის მებრძოლი მაიკ დუგლასი; უდიდესი მევიოლინე იცხაკ პერლმანი; ადამიანის უფლებათა დამცველი ისრაელის მთავრობის ექს-მინისტრი ნათან შარანსკი; ბრიტანელ-ინდოელი მოქანდაკე, დევნილთა უფლებათა დამცველი ანიშ კაპური; ცნობილი მსახიობი და ქალთა უფლებათა დამცველი, საზოგადო მოღვაწე ნატალი პორტმანი.

სერგი პოდრაჟანსი იერუსალიმიდან

ფოტოზე სტივენ სპილბერგი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post N17 პენიტენციურ დაწესებულებაში თითქოსდა პატიმრებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა
Next post მოსწავლეთა უმეტესობამ სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება ამჯობინა