N17 პენიტენციურ დაწესებულებაში თითქოსდა პატიმრებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

Read Time:28 Second
N17 პენიტენციურ დაწესებულებაში თითქოსდა პატიმრებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N17 დაწესებულებაში პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა და სამი პატიმარია გარდაცვლილი. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სრული სიცრუე და პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია, ვინაიდან როგორც ირკვევა ერთ-ერთი პატიმრის ოჯახში განხორციელდა ზარი და მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს მათი პატიმარი გარდაიცვალა. ეს არის მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ, რასაც აუცილებლად მოყვება სამართლებრივი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან. პენიტენციური სამსახური კი მიმართავს პატიმრების ოჯახებს, არ აყვნენ პანიკას და არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მალხაზ თორია: ჩვენი მიზანია თითოეული მოქალაქის საჭიროებებსა და პრობლემებზე დროული რეაგირება და ზრუნვა
Next post სტივენ სპილბერგი – ებრაული პრემიის ლაურიატი