სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშალა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა

Read Time:26 Second

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია “არა რუსულ კანონს” სპეცრაზმმა დაშალა.

რამდენიმე საათის წინ გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდა, “მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ”

აქციის მონაწილეთა ნაწილმა, გადაინაცვლა პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც დაშალეს შენობის შესასვლელში მდგარი რკინის კონსტრუქცია, ისროდნენ ქვებს და პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.  რის  შემდეგ სპეცდანიშნულების დანაყოფმა წყლის ჭავლი მიუშვირა, რომელშიც სავარაუდოდ წიწაკის “სპრეი” იყო გარეული. აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩიდან ისევ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.

სპეცდანიშნულების დანაყოფებმა რამდენიმე საათში აქციის მონაწილეები დაშალა და ტერიტორია დაიკავა.  მიუხედავად ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე რჩებიან აქციის მონაწილეები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: გიორგი ვაშაძე არის ჩვეულებრივი ჯაშუში, ის არ არის უცხოური გავლენის აგენტი, მიხეილ სააკაშვილიც არის ჯაშუში
Next post საპატრიარქო: მიგვაჩნია, რომ ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მშვიდობიანი კურსის შენარჩუნება და ქვეყნის დამოუკიდებლობა ქვეყნის წინსვლისთვის ერთადერთი ამოსავალი ფაქტორია