სოციალური მზრუნველობის სააგენტოსთან თანამშრომლობით CSDC აგრძელებს პროექტს მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად

Read Time:37 Second

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) აგრძელებს პროექტს, პანდემიის პირობებში, მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად.

პროექტის პირველ ეტაპზე, თბილისის მერიის ა(ა)იპ სოციალური მზრუნველობის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობითა და სააგენტოს საინფორმაციო მხარდაჭერით, შეირჩა 100 განსაკუთრებული საჭიროების ქალი.

სექტემბრის თვიდან კი დაიგეგმა პროექტის მონაწილე ქალებთან ოჯახებში ვიზიტები. ვიზიტისას მათ გადაეცემათ სასაჩუქრე პაკეტები: საკვები პროდუქტებით, ჰიგიენისა და პირველადი აუცილებლობის ნივთებით. CSDC-სა და სააგენტოს წარმომადგენლები რამდენიმე ქალს ერთობლივადაც ეწვივნენ და მათ პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნენ.

ვიზიტების პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა დაიწყო აქტიური ფანდრაიზინგისა და ადვოკატირების კამპანიაც.  მზადდება ბენეფიციართა ფოტო და ვიდეო ისტორიები და მონაწილეთა თანხმობით, საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. კამპანიაში ჩართვა კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფანდრაიზინგის შედეგად მიღებული თანხა სრულად მოხმარდება მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა საჭიროებებს.

პროექტის მხარდამჭერია: ,,გლობალური ქალთა ფონდი’’.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – ბათუმის სტადიონზე მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოვლენ
Next post საგარეჯოს რაიონის ყოფილი მიწათმომწყობი: ივერი მელაშვილს უნიკალური რუკა მივეცი, მან კი ის უკან არ დამიბრუნა