კახა კალაძე – ბათუმის სტადიონზე მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოვლენ

Read Time:1 Minute, 1 Second

ბათუმში 14-წლიანი მოლოდინის შემდეგ ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და აჭარის მთავრობის წევრები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სტადიონის გახსნა ორჯერ ჩაიშალა. ახალი სტადიონის გახსნას მხოლოდ 200 ადამიანი დაესწრო, თუმცა, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ვითარების გამოსწორებისთანავე სტადიონზე ცნობილ ვარსკვლავებს ჩამოიყვანენ.

„მე, როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მოხარული ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი სტადიონი აშენდა. კარგად გვახსოვს, ბათუმში სტადიონი როგორც დაანგრიეს და ამის მერე მის აშენებას ველოდებოდით. ძალიან დასანანია, რომ დღეს სტადიონი ისე ვერ გაიხსნა, როგორც ჩვენ გვსურდა. მაგრამ პირობას ვდებ საქართველოს წინაშე, რომ მდგომარეობის გამოსწორებისთანავე ბათუმში მსოფლიო დონის ვარსკვლავებს ჩამოვიყვან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მშენებლობა, რომელიც 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2020 წლის აგვისტოში დასრულდა. სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. ბათუმში სტადიონი 2006 წელს დაანგრიეს და მას შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ისტორიული გუნდი, ბათუმის „დინამო“, საკუთარი სტადიონის გარეშე დარჩა. ბევრი დაპირების და გამართული ტენდერის მიუხედავად, მშენებლობა მხოლოდ 2017 წელს გადაწყდა და სწრაფად აშენდა.

უახლოეს პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბათუმის ახალ არენაზე ორი საერთაშორისო მატჩი დაგეგმა და განაცხადი უეფა-შიც გააგზავნა. სფფ-ს სურს, რომ ნოემბერში ბათუმის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთსა და ესტონეთს უმასპინძლოს, მაგრამ საამისოდ აუცილებელია, რომ სტადიონზე ტესტ-მატჩი გაიმართოს. ამის გამო, ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გივი მიქანაძე: აღმოვაჩინეთ, რომ ათეულობით ბათუ ქუთელია გვყოლია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ დააკვირდება არჩევნებს
Next post სოციალური მზრუნველობის სააგენტოსთან თანამშრომლობით CSDC აგრძელებს პროექტს მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად