სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

Read Time:38 Second

სომხეთი და აზერბაიჯანი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რათა მხარეებმა ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები გაცვალონ. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შუამავლობით 10 საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

„ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლისას მხარეები წითელი ჯვრის მიერ დადგენილი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონკრეტულ პარამეტრებზე შეთანხმება დამატებით მოხდება“, – აღნიშნულია დოკუმენტის ტექსტში.

გარდა ამისა, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით დაიწყონ მოლაპარაკებები მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. მოლაპარაკებების ფორმატში ცვლილებები არ შესულა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, ფარნავაზ მეფისა და მელიქიშვილის ქუჩების  მცხოვრებლებს  შეხვდნენ
Next post საქართველოს საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხზე პროგრესის მიღწევა მოლაპარაკებების გზით მოხერხდება