საქართველოს საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხზე პროგრესის მიღწევა მოლაპარაკებების გზით მოხერხდება

Read Time:32 Second

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას გამოეხმაურა.

„საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

სომხეთი და აზერბაიჯანი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
Next post საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა