სოზარ სუბარი: ყოველდღე ვიღაც ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს ისინი უფრო მეტ დროს უთმობენ ერთმანეთის კრიტიკას, ლანძღვას, ვიდრე ხელისუფლებასთან ბრძოლას

Read Time:44 Second

„ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი „იმედი Live“-ში „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები რევოლუციებსაც კი გეგმავენ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, პარტიის დღეები დათვლილია და ეს „გორბის“ ბოლო კვლევამაც აჩვენა.

„არჩევნებს რომ ვერ იგებს ოპოზიცია, ეს ყველაზე კარგად მათ იციან და ამიტომ მუდმივად საუბრობენ რევოლუციურ სცენარებზე. იარაღის ხმარებასაც კი ასწავლიან მოსწავლეებს და ამაში იდება დონორების ფული. ვითომ ბირთვი შექმნეს ადეიშვილ-მერაბიშვილ-კეზერაშვილმა. ესეც მარცხისთვის არის განწირული.ისინი ვერაფერს მიაღწევენ, მითუმეტეს ისეთი წინწამოწეული ლიდერის ხელში, როგორიც ხაბეიშვილია. რაიმე სერიოზულზე საუბარი შეუძლებელია. ამას ხედავს ძალიან ბევრი „ნაციონალიც“, ამიტომაც არის, რომ ყოველდღე ვიღაც ტოვებს პარტიას და დღეს ისინი უფრო მეტ დროს უთმობენ ერთმანეთის კრიტიკას, ლანძღვას, ვიდრე ხელისუფლებასთან ბრძოლას და გნებავთ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთებას. ისინი მუდმივად ებღაუჭებიან ხან საგამოძიებო კომისიების შექმნას, თუმცა იციან, რომ სისულელეა, იციან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღეები არის დათვლილი. „გორბის“ ბოლო კვლევამაც ეს აჩვენა, სადაც მათ მნიშვნელოვნად აქვთ შემცირებული რეიტინგი“, – განაცხადა სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: აღმოჩნდა, რომ სტრასბურგს ცრემლების არ სჯერა. არ სჯერა ფეიკების, არ სჯერა ტყუილების
Next post დავით მაღრაძე: ჩემი აზრით, ამ დროს ლოგიკური და ადეკვატური იქნებოდა ევროკავშირისგან, რომ დაჩქარებული წესით მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი. სტატუსიც უნდა მოგვანიჭონ, ნატოს ქოლგაც გადაგვაფარონ