სოზარ სუბარი სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: აღმოჩნდა, რომ სტრასბურგს ცრემლების არ სჯერა. არ სჯერა ფეიკების, არ სჯერა ტყუილების

Read Time:38 Second

ოპოზიციას სააკაშვილის თემა არ ახსოვს, არ ახსოვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და თუ ახსოვთ, მხოლოდ იმიტომ რომ ერთმანეთს წამოაძახონ: „აი, შენ რომ ამბობდი, სააკაშვილს გავათავისუფლებ, რატომ არ ათავისუფლებ“, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლისთვისაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

„აღმოჩნდა, რომ სტრასბურგს ცრემლების არ სჯერა. არ სჯერა ფეიკების, არ სჯერა ტყუილების. სტრასბურგს არ სჯერა იმ ფეიკ-რეზოლუციების, რომლებსაც ევროპარლამენტარები იღებენ და არა მხოლოდ ევროპარლამენტარები. გიული ალასანიამაც პირდაპირ თქვა, არ მეგონა, ამდენი რომ ვიშრომეთ, ამდენი განცხადება რომ გაკეთდა, ამას სტრასბურგი არ გაითვალისწინებსო. რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯო ფეიკ-კამპანიებში, რამდენი პოლიტიკური დახმარებაც არ უნდა გქონდეს დასავლეთიდან, სასამართლო არის სასამართლო და სტრასბურგის სასამართლო არის ის ორგანიზაცია, რომელსაც მსოფლიოში დღემდე შენარჩუნებული აქვს ნდობის ყველაზე მაღალი სტატუსი“, – განაცხადა სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთის დემოკრატიის დიდი დღესასწაულია, რომ 14 მაისის არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდა
Next post სოზარ სუბარი: ყოველდღე ვიღაც ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს ისინი უფრო მეტ დროს უთმობენ ერთმანეთის კრიტიკას, ლანძღვას, ვიდრე ხელისუფლებასთან ბრძოლას