რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთის დემოკრატიის დიდი დღესასწაულია, რომ 14 მაისის არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდა

Read Time:27 Second

თურქეთის დემოკრატიის დიდი დღესასწაულია, რომ 14 მაისის არჩევნები მშვიდობიანად და სიმშვიდით ჩატარდა, – ამის შესახებ თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა.

ერდოღანმა შედეგების ოფიციალურად დასრულებამდე, კოლეგებს საარჩევნო ყუთებთან დარჩენისკენ მოუწოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ასეთ პოზიტიურ და დემოკრატიულ ატმოსფეროში ჩატარდა და ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შედეგების ნაჩქარევად გამოცხადების მცდელობა ეროვნული ნების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ერის კეთილგანწყობა აისახება მიმდინარე ხმების დათვლაში“, – წერს ერდოღანი.

როგორც ერდოღანმა დაწერა, მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, ვინც დემოკრატიის სახელით მისცა ხმა და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო საარჩევნო მუშაობის პროცესში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: უკრაინელი მოქალაქეებისთვის რუსეთში დღესაც უვიზო მიმოსვლაა და გაცილებით მსუბუქი პირობებით, ვიდრე ახლა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესდა
Next post სოზარ სუბარი სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: აღმოჩნდა, რომ სტრასბურგს ცრემლების არ სჯერა. არ სჯერა ფეიკების, არ სჯერა ტყუილების