დავით მაღრაძე: ჩემი აზრით, ამ დროს ლოგიკური და ადეკვატური იქნებოდა ევროკავშირისგან, რომ დაჩქარებული წესით მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი. სტატუსიც უნდა მოგვანიჭონ, ნატოს ქოლგაც გადაგვაფარონ

Read Time:30 Second

პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მოსკოვის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თუ ეს პროვოკაციაა, რომლის მიზანიც საქართველოს დასავლეთისგან დაშორებაა, მას ადეკვატური პასუხი უნდა მოჰყვეს, როგორც საქართველოდან, ასევე დასავლეთისგან.

„ჩემი აზრით, ამ დროს ლოგიკური და ადეკვატური იქნებოდა ევროკავშირისგან, რომ დაჩქარებული წესით მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი. მოსესავით ნუ შემოგვხედავს, რომ 40 წელი უნდა გვატაროს უდაბნოში, იმიტომ რომ თუ ამ რეკომენდაციებს ცოცხალი კონტაქტი არ მოყვა, მერე აზრს კარგავს, ცვდება, ხუნდება ყველაფერი, ენთუზიაზმი ქრება. სტატუსიც უნდა მოგვანიჭონ, ნატოს ქოლგაც გადაგვაფარონ, იმიტომ რომ თუ ჩემგან სანქციებში მაქსიმალურ ჩართულობას ითხოვ, მაშინ ჩემი დაცულობის ხარისხი შენი დაცულობის ხარისხის უნდა იყოს“, – განაცხადა მაღრაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ყოველდღე ვიღაც ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს ისინი უფრო მეტ დროს უთმობენ ერთმანეთის კრიტიკას, ლანძღვას, ვიდრე ხელისუფლებასთან ბრძოლას
Next post დათო მაღრაძე სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: სიგამხდრეში არ არის სიმართლე მხოლოდ, სხვა ბიოგრაფია სჭირდება ამას