სოზარ სუბარი: სიმართლე უნდა თქვა პრეზიდენტმა და არა ის, რომ დადგე ვითომ შუაში, ვითომ განყენებულად, დიდაქტიკური ტონით, ოდნავ განზე და ოდნავ ზემოთ

Read Time:30 Second

ზურაბიშვილის გამოსვლა ცოტა არათანმიმდევრული იყო. როდესაც პრეზიდენტი გამოდის და ოპოზიციასთან ერთობას მოგვიწოდებს, როდესაც მათი განცხადებები არის ქვეყნის იმიჯისა და რეპუტაციის დამაზიანებელი, ლოგიკის დაჭერა ცოტა რთულია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„როდესაც გყავს ოპოზიცია, რომელიც ამ მძიმე დღეებშიც კი მეხუთე კოლონის როლს ასრულებს, სიმართლე უნდა თქვა პრეზიდენტმა და არა ის, რომ დადგე ვითომ შუაში, ვითომ განყენებულად, დიდაქტიკური ტონით, ოდნავ განზე და ოდნავ ზემოთ. არ მგონია ეს სამართლიანი მოუხედავად ჩემი ძალიან დიდი პატივისცემისა ქალბატონი სალომეს მიმართ. პრეზიდენტს უნდა შეეძლოს, რომ ყველას თავისი სახელი დაარქვას. ადამიანს, რომელიც აზიანებს ქვეყნის ინტერესებს უნდა უთხრა, რომ ის აზიანებს ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი-სალომე ზურაბიშვილის შესაწყალებელი არაფერი მჭირს, ვინაიდან დანაშაული არ ჩამიდენია
Next post ანტონიო გუტერეში: ბირთვული კონფლიქტის პერსპექტივა, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენელი იყო, ახლა ისევ შესაძლებლობის ფარგლებშია