მიხეილ სააკაშვილი-სალომე ზურაბიშვილის შესაწყალებელი არაფერი მჭირს, ვინაიდან დანაშაული არ ჩამიდენია

Read Time:1 Minute, 21 Second

„პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილის შესაწყალებელი მე არაფერი მჭირს, ვინაიდან დანაშაული არ ჩამიდენია,“ – ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი მესამე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას.

სააკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ტექსტები ერთიანობაზე, სრული ფიქციაა და მან ბოროტად ისარგებლა საზოგადოების ნდობით და ცინიკურად გაუჩინა ყველას ფუჭი მოლოდინები.

ექსპრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტზე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს შეწყალებაზე განცხადება ქართული საზოგადოების გასაგონად არ გაუკეთებია.

„მინდა გამოვეხმაურო დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ თავის საპარლამენტო გამოსვლაში ჩემს საკითხზე გამოხატულ პოზიციას. პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილის შესაწყალებელი მე არაფერი მჭირს, ვინაიდან დანაშაული არ ჩამიდენია.

თუმცა, მნიშვნელოვანი გარემოება სხვაა. ზურაბიშვილს ჩემს შეწყალებაზე განცხადება ქართული საზოგადოების გასაგონად არ გაუკეთებია. ამგვარი ფორმით ის გამოეხმაურა უკრაინული მხარის მოთხოვნას, რომელიც ოფიციალური არხებით მიიღო უკრაინის მეომარი ხელისუფლებისგან. ასე გამოხატა მან პრაქტიკაში უკრაინის სოლიდარობა და თანამშრომლობის მზადყოფნა. ამ ფონზე სასაცილო და ცინიკურიცაა, ზელენსკის საკუთარ კოლეგას და, მით უმეტეს, მეგობარს ეძახდეს.

ზურაბიშვილს ერთხელ უკვე აქვს გაცხადებული, რომ მე გასასამართლებელი ვიყავი „მძინარე ცხინვალის“ დაბომბვისთვის. ახლა კი, როცა ჰააგის ტრიბუნალმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ საკუთარ სამშობლოს ვიცავდით და ომის კანონები არ დაგვირღვევია არც მთავარსარდალს, არც გენერალს და არც რიგითს, ზურაბიშვილი საჭიროდაც არ თვლის, რომ თავის ისტორიულ სირცხვილზე არათუ ბოდიში მოიხადოს და საკუთარი სიტყვები უკან წაიღოს, არამედ ჯიუტად იმავეს იმეორებს.

საკუთარ გამოსვლაში მას არც კი უხსენებია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში საქართველოს ისტორიული გამარჯვება. ვერც ახსენებდა, რადგან ამის მორალური უფლება დაკარგული აქვს.
ზურაბიშვილმა დღეს ასევე გვამცნო, რომ ერთიანობა მას ესმის ფორმულით „ყველას მინუს ერთი“.

დღეს ცხადი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის ტექსტები ერთიანობაზე, სრული ფიქციაა და მან ბოროტად ისარგებლა საზოგადოების ნდობით და ცინიკურად გაუჩინა ყველას ფუჭი მოლოდინები. შეუძლებელია საზოგადოება გააერთიანოს მან, ვინც თავად ვერ დადგა თავისი პირადი წყენისა და შურისძიების წყურვილზე მაღლა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი – მე არ და ვერ შევალ სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია
Next post სოზარ სუბარი: სიმართლე უნდა თქვა პრეზიდენტმა და არა ის, რომ დადგე ვითომ შუაში, ვითომ განყენებულად, დიდაქტიკური ტონით, ოდნავ განზე და ოდნავ ზემოთ