ანტონიო გუტერეში: ბირთვული კონფლიქტის პერსპექტივა, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენელი იყო, ახლა ისევ შესაძლებლობის ფარგლებშია

Read Time:24 Second

რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ბირთვული ომის შესაძლებლობა არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ მოვლენების შემზარავი განვითარება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

„რუსეთის ბირთვული ძალების მზადყოფნის დონის ამაღლება შემზარავი მოვლენაა. ბირთვული კონფლიქტის პერსპექტივა, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენელი იყო, ახლა ისევ შესაძლებლობის ფარგლებშია“, – აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს.

„დროა შეწყდეს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებული საშინელება და დიპლომატიისა და მშვიდობის გზაზე გავიდეთ. მშვიდობის მოწოდებები უნდა მოისმინონ. ეს ტრაგედია უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა გუტერეშმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: სიმართლე უნდა თქვა პრეზიდენტმა და არა ის, რომ დადგე ვითომ შუაში, ვითომ განყენებულად, დიდაქტიკური ტონით, ოდნავ განზე და ოდნავ ზემოთ
Next post პოეტი იყო ბარათაშვილი, ესენი კი შარლატანები არიან…