სოზარ სუბარი: როდესაც ქალბატონმა ეკა გიგაურმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში ომს აგებს და საქართველომ ეს შესაძლებლობების ფანჯარა უნდა გამოიყენოს, უჭერს თუ არა კელი დეგნანი ამ მოთხოვნებს მხარს? თუ არა, პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროს

Read Time:35 Second

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ამერიკის ელჩისგან პასუხს ელოდებიან. სოზარ სუბარი მიხეილ ყაველაშვილის იმ წერილს ეხმაურება, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ კელი დეგნანის სახელზე გამოაქვეყნა.

ყაველაშვილის მსგავსად, სუბარიც ინტერესდება ელჩის პოზიციით, თუ რას ფიქრობს ამერიკელი დიპლომატი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის დეოლიგარქიზაციის შესახებ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით.

„როდესაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ საქართველო ომში უნდა ჩაებას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მკაფიო მხარდაჭერით სარგებლობენ. მაგალითად, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ეკა გიგაურმა თქვა, რომ გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა, რუსეთი უკრაინაში ომს აგებს და საქართველომ ეს შესაძლებლობების ფანჯარა უნდა გამოიყენოს, უჭერს თუ არა კელი დეგნანი ამ მოთხოვნებს მხარს? თუ არ უჭერს, ეს პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროს“, – ამბობს სოზარ სუბარი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გაფართოების პაკეტზე ანგარიშს ევროკომისია 2023 წელს მოამზადებს
Next post საქართველოს იუსტიციის მინისტრი: „ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო დარგობრივი თანამშრომლობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“