საქართველოს იუსტიციის მინისტრი: „ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო დარგობრივი თანამშრომლობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“

Read Time:34 Second

რატი ბრეგაძე ჩეხეთში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბერძენ კოლეგასაც შეხვდა.

რატი ბრეგაძემ კოსტას ციარისთან საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და საბერძნეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის არსებული დარგობრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

მხარეებმა ურთიერთობის გაგრძელების შესაძლო მიმართულებებზე ისაუბრეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბერძენ კოლეგას საქართველოსა და საბერძნეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა.

„დარწმუნებული ვარ, რომ მემორანდუმი შექმნის შესანიშნავ პლატფორმას ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისათვის და გახსნის კარებს ახალი ინიციატივებისთვის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. 2021 წელს სტრატეგიის ამოქმედებიდან დღემდე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის, ინდონეზიის იუსტიციის სამინისტროებთან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: როდესაც ქალბატონმა ეკა გიგაურმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში ომს აგებს და საქართველომ ეს შესაძლებლობების ფანჯარა უნდა გამოიყენოს, უჭერს თუ არა კელი დეგნანი ამ მოთხოვნებს მხარს? თუ არა, პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროს
Next post ირაკლი ქადაგიშვილი: გარდა ევროკომისიის 12 მოთხოვნისა, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ასრულებს იმ სხვა ვალდებულებებს, რაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული