ირაკლი ქადაგიშვილი: გარდა ევროკომისიის 12 მოთხოვნისა, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ასრულებს იმ სხვა ვალდებულებებს, რაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული

Read Time:48 Second

გარდა ევროკომისიის 12 მოთხოვნისა, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ასრულებს იმ სხვა რეკომენდაციებსა და ვალდებულებებს, რაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიისგან უფრო სიღრმისეულად არის დანახული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი.

„ვფიქრობ, ევროკავშირში დაინახეს, რომ უფრო პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოსთვის ევროპერპექტივის მიცემამ და დეკემბრისთვის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებამ. დაინახეს, რომ ეს არა კონსოლიდაციის მიზნით გამოიყენა პოლიტიკურმა სპექტრმა, არამედ ახალი ბარიერისთვის, რომ თუ პოლიტიკური მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და შედეგი არ დაიდება სხვა შიდა პოლიტიკური პროცესების განვითარება მოჰყვებოდა ამას. ვფიქრობ, ევროკომისიამ და ევროსაბჭომ ეს საშიშროება დაინახა და სიმწვავის მოხსნის მიზნით შემოიტანეს ეს გადაწყვეტილება და ამავდროულად მათი სურვილი, რომ დეპოლარიზაცია და რევოლუციურ სცენართან მიახლოებული დღის წესრიგი მოიხსნას საქართველოსთვის და მართლაც კონცენტრირება მოხდეს რეკომენდაციების შესრულებაზე. ვფიქრობ, ევროკომისიისგან უფრო სიღრმისეულად არის დანახული ეს პროცესი და ეს უკვე განიხილება როგორც გაფართოების მთელი პაკეტი. გარდა ამ 12 მოთხოვნისა, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ასრულებს იმ სხვა რეკომენდაციებსა და ვალდებულებებს, რაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს იუსტიციის მინისტრი: „ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო დარგობრივი თანამშრომლობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“
Next post იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო და ევროკავშირი ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობენ, რომელშიც ორი ალიანსის პრიორიტეტები იქნება გაწერილი