გაფართოების პაკეტზე ანგარიშს ევროკომისია 2023 წელს მოამზადებს

Read Time:54 Second

ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ანგარიშს მოვამზადებთ პრიორიტეტებზე გაფართოების პაკეტში 2023 წელს. ეს მისცემს ქართულ პოლიტიკურ სისტემას არსებით დროს განსაზღვრულ პრიორიტეტებზე სამუშაოდ, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატში, საქართველოს საკითხებზე ჯგუფის ხელმძღვანელმა, მიხაელ რუპმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანგარიში შეეხება როგორც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ასევე ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ ქვეყნებს.

„ძალიან მოხარულები ვართ დროული დებატებით ევროპარლამენტში. ჩვენი დელეგაცია მზადაა, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის კომიტეტის ვიზიტს საქართველოში. რუსეთის ომმა შეცვალა ევროპაში გეოპოლიტიკური სიტუაცია. მოხარულები ვართ, რომ ფართო მხარდაჭერაა ევროკომისიის იმ მიდგომის მიმართ, რაც გვაქვს რეგიონის მიმართ. 17 ივნისს წარმოვადგინეთ რეკომენდაციები და ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა ჩვენი წინადადებები. ევროკომისიის რეკომენდაციების შემდეგ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და ამ გადაწყვეტილებით მოხარულები ვართ. კანდიდატის სტატუსი მიენიჭება საქართველოს მას შემდეგ, რაც ქვეყანა პირობებს დააკმაყოფილებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, იმუშაოს ზედმიწევნით ამ პრიორიტეტებზე. ჩვენ ყურადღებით განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში, რათა მოახდინონ ქვეყნის დეპოლარიზაცია, ერთ მაგიდასთან დასხდნენ რეფორმებზე სამუშაოდ. ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ანგარიშს მოვამზადებთ პრიორიტეტებზე გაფართოების პაკეტში 2023 წელს. ეს მისცემს ქართულ პოლიტიკურ სისტემას არსებით დროს განსაზღვრულ პრიორიტეტებზე სამუშაოდ“, – განაცხადა მიხაელ რუპმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, რეკომენდაციების პირველ პუნქტს ჩახედონ, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები
Next post სოზარ სუბარი: როდესაც ქალბატონმა ეკა გიგაურმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში ომს აგებს და საქართველომ ეს შესაძლებლობების ფანჯარა უნდა გამოიყენოს, უჭერს თუ არა კელი დეგნანი ამ მოთხოვნებს მხარს? თუ არა, პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროს