სოზარ სუბარი: რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს მაღალმთიანი სტატუსის მქონე მუნიციპალიტეტებს მიეცეთ შეღავათი სატენდერო პროცედურების გამარტივებაზე

Read Time:43 Second

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის მიმდინარეობის, სამომავლო გეგმებისა და გამოწვევების შესახებ ანგარიში მოისმინეს.

კომიტეტს ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა წარუდგინა.

„2019 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით განხორციელებულია 2204 პროექტი. პროექტების ჯამური ღირებულება 621 მლნ ლარს შეადგენს. აჭარისა და თბილისის გარდა, 57 მუნიციპალიტეტში 1915 სკოლა და 1283 ბაღია. 2019 წლიდან დღემდე აშენდა 65 ახალი სკოლა და რეაბილიტირდა 103 სკოლა“ – აღნიშნა მომხსენებელმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ბაღებთან მიმართებაში განათლების სამინისტროს ვალდებულებებზე ისაუბრა.

„აუცილებელია ვიფიქროთ ინფრასტრუქტურაზე და იმ პირობებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ხარისხიანი განათლებისთვის. მოგეხსენებათ ინფრასტრუქტურული გარემო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, როდესაც ხარისხიან განათლებაზე ვსაუბრობთ. მნიშვნელოვანია შევიმუშაოთ საგანმანათლებლო სტანდარტები და მოვახდინოთ სტანდარტების განხორციელების მონიტორინგი“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

კომიტეტმა ინფორმაცია ცნობად მიიღო და გასცა რეკომენდაციები.

„კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს მაღალმთიანი სტატუსის მქონე მუნიციპალიტეტებს მიეცეთ შეღავათი სატენდერო პროცედურების გამარტივებაზე“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯეიმს აპატურაი: ნატოს სახელმწიფოები ერთგული არიან ბუქარესტის სამიტის დეკლარაციისა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი
Next post ლევან ბერძენიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა