ჯეიმს აპატურაი: ნატოს სახელმწიფოები ერთგული არიან ბუქარესტის სამიტის დეკლარაციისა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი

Read Time:30 Second

მართალია, როდესაც ამბობენ, რომ ვაშინგტონის შეთანხმებაში არ არის საუბარი მაპზე, მაგრამ ნატოს ლიდერების დონეზე მიღებულ ბოლო რამდენიმე კომუნიკეში ნათქვამია, რომ წევრობის გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმა შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

აპატურაის განცხადებით, დღეს ეს პოლიტიკური რეალობაა, თუმცა შეიძლება მიდგომა შეიცვალოს. „როდესაც მაპის შეთავაზება მოხდება, შეიძლება ეს წევრობის შეთავაზებამდე ერთი დღით ადრე მოხდეს ან უფრო ადრე. ეს ალიანსის წევრი ქვეყნების კონსენსუსით მისაღები გადაწყვეტილებაა. ნატოს სახელმწიფოები ერთგული არიან ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის, რომელსაც მას შემდეგ მიღებული ყველა დეკლარაცია იმეორებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“, – განაცხადა აპატურაიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ბავშვთა პანსიონში იყოს მონიტორინგი, მათ შორის ომბუდსმენის მხრიდან
Next post სოზარ სუბარი: რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს მაღალმთიანი სტატუსის მქონე მუნიციპალიტეტებს მიეცეთ შეღავათი სატენდერო პროცედურების გამარტივებაზე