ლევან ბერძენიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

Read Time:34 Second
ვადასტურებ, რომ გავედი პარტიიდან. ფრაქცია, რომელიც პარლამენტში იქმნება და ხათუნა სამნიძე უნდა იყოს თავმჯდომარე, არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად „რესპუბლიკური პარტიისთვის“, მაგრამ აღმოვჩნდით უმცირესობაში, პარტიამ სხვაგვარად გადაწყვიტა, – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
 
„არცერთი წევრი იმ ფრაქციის არ მიმაჩნია იმის ღირსად, რომ „რესპუბლიკელები“ მათთან თანამშრომლობდნენ. ეს მათ შორის ჩემი გემოვნების ამბავია, პოლიტიკურად არ მომწონს არც ვაშაძე და არც ერთი. პარტიაში თამარ კორძაიაც იყო და ვერ გაიტანა თავისი მოსაზრება, ის აცხადებდა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების სახით ყოფილიყვნენ პარლამენტში წარმოდგენილი „რესპუბლიკელები“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
 
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ თამარ კორძაიამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა.
 
„სტრატეგია აღმაშენებელი“, გრიგოლ ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში ახალ საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან. ცნობილია ფრაქციის სახელწოდებაც – „ფრაქციას „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს მაღალმთიანი სტატუსის მქონე მუნიციპალიტეტებს მიეცეთ შეღავათი სატენდერო პროცედურების გამარტივებაზე
Next post თენგიზ ცერცვაძე – წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, გვექნება კორონავირუსის ერთეული შემთხვევები