სოზარ სუბარი: ბოლომდე უნდა გამოვიძიოთ, 2008 წელს რა დონის ღალატს ჰქონდა ადგილი

Read Time:50 Second

“იმისთვის, რომ რუსეთს პასუხი მოვთხოვოთ ჩადენილ ძალადობასა და ოკუპაციაზე, რასაც საერთაშორისო სასამართლოებში მივაღწიეთ, კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და მართლა ბოლომდე გამოვიძიოთ, თუ რა დონის ღალატს ჰქონდა ადგილი”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარმა გაიხსენა სალომე ზურაბიშვილის მიერ ადრე გაკეთებული განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დღეს ის იმათი ლიდერია, ვისაც მაშინ ომის დაწყებაში, საქართველოს ტერიტორიების რუსეთისთვის გეგმურ ჩაბარებაში და, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებდა.

„ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ხოლმე სალომე ზურაბიშვილს, თუმცა პირდაპირ უნდა გავიხსენო მისი განცხადება, სადაც ამბობს, რომ „სააკაშვილმა თავისი ცეცხლის გახსნითა და რაკეტების დაშენით მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებას და ტერიტორიების გეგმურ დაკარგვას. ის ამ დანაშაულისთვის ჯერ კიდევ არაა გასამართლებული. სანამ არ იქნება ის გასამართლებული, საქართველო სააკაშვილის დანაშაულისგან ვერ გათავისუფლდება და რუსეთს ვერ მოსთხოვს პასუხს ჩადენილ ძალადობასა და ოკუპაციაზე.“
ჩვენც ზუსტად მანდ ვართ. იმისთვის, რომ რუსეთს პასუხი მოვთხოვოთ ჩადენილ ძალადობასა და ოკუპაციაზე, რის აღიარებასაც საერთაშორისო სასამართლოებში მივაღწიეთ, კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და მართლა ბოლომდე გამოვიძიოთ, თუ რა დონის ღალატს ჰქონდა ადგილი,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: დღეს “გლობალური ომის პარტია” მართავს რადიკალური ოპოზიციის თითქმის 99%-ს
Next post ანრი ოხანაშვილი – სალომე ზურაბიშვილს დღის წესრიგში დაუყენეს სააკაშვილის შეწყალების საკითხი და ის დირექტივების შესაბამისად მოქმედებს, საზოგადოების ნებისყოფას ნუ გამოცდიან