ანრი ოხანაშვილი – სალომე ზურაბიშვილს დღის წესრიგში დაუყენეს სააკაშვილის შეწყალების საკითხი და ის დირექტივების შესაბამისად მოქმედებს, საზოგადოების ნებისყოფას ნუ გამოცდიან

Read Time:32 Second

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი სალომე ზურაბიშვილს დღის წესრიგში დაუყენეს. ფაქტია, სალომე ზურაბიშვილი დირექტივების შესაბამისად მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, ამას საზოგადოების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვება.

„მიზანმიმართულად ხდება აქტუალიზაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მოქმედი კონკრეტული ლობისტების წარმომადგენლების მხრიდან ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ნიადაგის შემზადება. ლობისტები თანხას იხდიან იმაში, რომ კონკრეტული გეგმა შემუშავდეს, რომელიც ე.წ. პრეზიდენტს ნიადაგს მოუმზადებს, რომ უდიდესი მკვეთრი ნეგატიური რეაქცია არ იყოს გადატანილი სალომე ზურაბიშვილზე, თუმცა ამ ყველაფერს უმწვავესი რეაქციები მოჰყვება. საზოგადოების ინტერესებით თამაშს ნუ ცდილობენ, საზოგადოების ნებისყოფას ნუ გამოცდიან, რადგან ამას სამართლიანად მკვეთრი რეაქცია ექნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ბოლომდე უნდა გამოვიძიოთ, 2008 წელს რა დონის ღალატს ჰქონდა ადგილი
Next post ნიკა გვარამია: მე „ბლატნოების“ მართული პარტიის წევრობა არ მინდა, იმ ვითარებაში, როცა მე ვარ „ბლატნოი“