სოზარ სუბარი: ამ წუთამდე ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით და შესაბამისად, ბუნებრივია ამ დოკუმენტმა აზრი დაკარგა

Read Time:45 Second

შარლ მიშელის დოკუმენტის მიზანი იყო, რომ შეგვეწყვიტა ის დესტაბილიზაციის, საბოტაჟისა და კონსტიტუციური რყევის მცდელობები, რასაც ოპოზიციის მხრიდან ჰქონდა ადგილი. მოკლევადიან პერსპექტივაში ამ დოკუმენტმა შეასრულა ეს როლი, ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში, თუმცა მათ ხელი არ მოაწერეს ამ დოკუმენტს, არ აიღეს პასუხისმგებლობა სტაბილურობაზე და ქვეყნის მთლიანობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„დღემდე, ამ წუთამდე ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით და შესაბამისად, ბუნებრივია ამ დოკუმენტმა აზრი დაკარგა. პირიქით, ამ დოკუმენტს ისინი იყენებდნენ სწორედ იმისთვის, რომ გაეგრძელებინათ საბოტაჟი და გაეგრძელებინათ კონსტიტუციური შერყევის მცდელობა. ბუნებრივია ამას არ დავუშვებდით და ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ დოკუმენტმა ამოწურა თავისი თავი და შესაბამისად, მოხდა მისი ანულირება. ეს იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ შემთხვევაში. ამ დოკუმენტის ერთ-ერთი დამსახურება ისიც იყო, რომ ბოლომდე გამოაჩინა „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული სახე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული იმ პოლიტიკური პარტიების სახე, რომელთა ერთადერთი მიზანი არის, რომ როგორმე ავნონ ქვეყანას და როგორმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამის საშუალებას ქართველი ხალხი და ჩენ არ მივცემთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: იმდენად ძაბავდნენ სიტუაციას ხელოვნურად, რომ მომავალი არჩევნები იქნებოდა სამოქალქო დაპირისპირების მცდელობა ოპოზიციის მხრიდან
Next post მამუკა მდინარაძე: შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ „ქართული ოცნება“ ნაკისრ ვალდებულებას პუნქტობრივად ასრულებდა